a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z
ინგლისური სიტყვების დამახსოვრება მნემონიკის გამოყენებით.

ინგლისური სიტყვების დამახსოვრება მნემონიკის გამოყენებით.

ინგლისური სიტყვების დამახსოვრება მნემონიკის გამოყენებით.

ინგლისური გრამატიკის მიღმა, ენის ცოდნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ფართო სიტყვების მარაგი. სიტყვების დამახსოვრების უამრავი ტექნიკის ცდის შემდეგ, ყველაზე ეფექტური მეთოდი მნემონიკური მეთოდი აღმოჩნდა. 

რა არის მნემონიკა

უცხო სიტყვათა ლექსიკონის თანახმად, მნემონიკა არის წესების ერთობლიობა რომლებიც შექმნილია ამა თუ იმ საჭირო ინფორმაციის დამახსოვრების გასაადვილებლად. ხოლო წესების ერთობლიობას ამ შემთხვევაში წარმოადგენს ხელოვნური ასოციაციების შექმნა, ამ შემთხვევაში იმ (ინგლისური) სიტყვის ირგვლივ რომლის დამახსოვრებაც გახლავთ ჩვენი მიზანი.

ეს არის სწავლის ტექნიკა რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის მეხსიერებაში შეკავებას, ასოციაციების გზით, მის მარტივად პოვნასა და ამოღებას. მნემონიკა ინსტრუმენტების სახით იყენებს ინფორმაციის დეტალურ კოდირებას, საძიებო მინიშნებებს და ილუსტრაციებს ინფორმაციის ეფექტური დამახსოვრებისა და მასზე წვდომისთვის. შესაბამისად იქმნება ინფორმაცია უკვე არსებული ინფორმაციის ირგვლივ.

რა არის ასოციაციური მეხსიერება

ასოციაციური მეხსიერება წარმოადგენს ადამიანის შეგრძნებადი ორგანოებით მიღებული, რაიმე სახით აღქმადი ინფორმაციის დაკავშირებას ან გაიგივებას სემანტიკურ ანუ უკვე არსებულ ინფორმაციასთან მიმართებაში. ასე მაგალითად ავიოთ ინგლისური სიტყვა – soap (საპონი). ამ სიტყვის ბგერითი ასოციაცია შეიძლება იყოს დაკავშირებული სუპთან (საჭმელთან), გამომდინარე აქედან სიტყვის გაგონებაზე მეხსიარებაში იქმნება გარკვეული კავშირი გაგონილს სიტყვასა და მის სემანტიკურ ან მეხსიერებაში უკვე არსებულ ინფორმაციას შორის.

მსგავსი კავშირი შეიძლება არ შედგენს მაგალითად სიტყვის - value გაგებაზე. თუმცა მისი არსებულ ინფორმაციასთან ასოციაციური დაკავშირება მაინც შესაძლებელია. დაფიქრდით რას გაგონებთ ეს სიტყვა. მაგალითად – ვალი.

ამახსოვრების ტექნიკა

ირვანდელი მაგალითის მიხედვით ავიღოთ სიტყვა soap (საპონი). მასთან დაკავშირებული ასოციაციური კავშირი შეიძლება წარმოადგენდეს სუპტს (საჭმელს). სიტყვის მნიშვნელობა კი იქნება – საპონი.

  1. უნდა შევქმნათ ასოციაცია – სუპი

  2. უნდა გავიგოთ სიტყვის მნიშვნელობა – საპონი

  3. უნდა შექმნათ მინი სიუჟეტი (მშობლიურ ენაზე) – საპონი ჩავარდა სუპში

ამ ტექნიკის მიხედვით, სიტყვის გაგონებაზე შესაძლებელია ავტომატური ასოციაციის, სუპის გახსენება (ასციაცია ნაკლებად ექვემდებარება მეხსიერებიდან ამოვარდნას) და მოკლე სიუჟეტის – სუპში ჩავარდნილი საპონის (ანუ გაგონილი სიტყვის მნიშვნელობის) გახსენება.

გრძელი სიტყვის შემთხვევაში შესაძლებელია სიტყვის რამდენიმე ნაწილად დაყოფა.

მაგალითად:

entrepreneur (მეწარმე) - დაიყოფა ორ ნაწილად - შესვლა (enter)

'ტრენერი (preneur)'.

სიუჟეტი იქნება შემდეგი:  'ტრენერის' შესვლა მეწარმესთან.