ამ სტატიაში არის ჩამოწერილი პატარა სია იმ ყველაზე გავრცელებული შეცდომებისა რომელსაც ქართულად საუბრის დროს ვუშვებთ.
ხშირ შემთხვევაში მათ, ვინც არასწორად იძახის ქვემოთ ჩამოწერილ სიტყვებს, რატომღაც უყვართ მათი (შეცდომით ნათქვამი სიტყვების) ხშირად გამეორება, რაც ნამდვილად ჭრის ყურს. შთაბეჭდილება რჩება თითქოს მთხრობელი კმაყოფილია შეცდომით გამოყენებული სიტყვით.
მიუხედავად იმისა, რომ საიტი ინგლისურ - ქართულ ლექსიკონს წარმოადგენს და მასში მოყვანილი სტატიები ძირითადად ინგლისურ ენასა და კულტურას, ისტორიულ განვითარებას და ა.შ. ეხება, თავს უფლებას მივცემ ცოტა რამ ვთქვა ქართულ ენაზეც, რადგანაც შეცდომები რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი იმდენად გავრცელებულია რომ მათ უყვედურად ვხვდები სტატიებში, ლექციებზე, თარგმანებში (განსაკუთრებით ფილმების გახმოვანებისას), ქართულ ისტერიულ ჟურნალისტურ რეპორტაჟებსა და ა.შ. ერთი სიტყვით (წინადადებით) - ვიცოდეთ რა შეცდომებს ვუშვებთ.
სია შედგენილია შეცდომების სიხშირის მიხედვით და მაგალითის სახით მოყვანილია წინადადებებში.
-
რამოდენიმერამდენიმე
რამოდენიმე ნაწილი მაქვს წაკითხულირამდენიმე ნაწილი მაქვს წაკითხული -
ოდესღაცოდესმე
ოდესღაც გავხდები მხატვარი ( ეს პარადოქსია :D )ოდესმე გავხდები მხატვარი -
საქმის ყურშისაქმის კურსში
საქმის ყურში მამყოფესაქმის კურსში მამყოფე -
გაეხარდაგაუხარდა
-
თ / დ
წვრილათწვრილად
უცბათუცბად
უქმათუქმად
უსმენოთუსმენოდ
გამარჯობათგამარჯობა
ბოდიშითბოდიში
ცუდათცუდად
კარგათკარგად
ალბადალბათ
შიგნიდშიგნით -
რამოდენიმეჯერრამდენიმეჯერრამდენჯერმე
ეს თამაში რამდენიმეჯერ ვითამაშიეს თამაში რამდენჯერმე ვითამაშე -
ამპულაამპლუა
საკუთარი თავი ამ ამპულაში წარმომიდგენიასაკუთარი თავი ამ აპლუაში წარმომიდგენია -
მიდიოდნენმიდიოდა
ორი ადამიანი მოდიოდნენორი ადამიანი მიდიოდამხოლობითის და მრავლობითის არევა ერთ ერთი ყველაზე ხშირია. მაგალითად ორი ადამიანი იდგნენ / იდგა
-
იდგნენიდგა
ორივე ფეხზე იდგნენორივე ფეხზე იდგა -
გამოვაცხეგამოვაცხვე
-
დაჯდნენდასხდნენ
-
სვავსსვამს
-
ვიღაცეებივიღაცები
-
გაუბიაგაუბამს
-
აქითაქეთ
-
შეურაწყოფაშეურაცხყოფა
-
ჩვენსჩვენ
ჩვენს შესახებჩვენ შესახებ -
კვეთავსკვეთს
-
რეკომენდირებულირეკომენდებული
-
მინახიხარმინახავხარ
-
მინახიამინახავს
-
საავანტყოფოსაავადმყოფო
-
ავანტყოფიავადმყოფი
-
მცნებაცნება
ამ შემთხვევაში ორივე სიტყვა სწორია, ხშირ შემთხვევაში შეცდომას ვუშვებთ კონტექსტში. მაგალითად:
ჩვენ გვაქვს რამდენიმე მცნებაეს ცნება არაფრის გამომხატველია