ქართულ-ინგლისურლი
ლექსიკონი
მოძებნე და შეინახე სიტყვები
13 საინტერესო ფაქტი ინგლისურ ენასთან დაკავშირებით

13 საინტერესო ფაქტი ინგლისურ ენასთან დაკავშირებით

ინგლისური არის ერთი ერთი ყველაზე გავრცელებული ენა მთელ მსოფლიოში, სოწედ ეს ფაქტი განაპირობებს მისი სწავლის უფრო და უფრო დიდ სურვილს საზოგადოების მხრიდან.

მათთვის ვინც სწავლობს ინგლისურ ენას ექნება გაგონილი ენასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ თუმცა ვფიქრობ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები მკითხველისთვის სიახლეს უნდა წარმოადგენდეს.

  • 1. სიტყვა "e" არის ყველაზე გავრცელებული ასო ინგლისურ სიტყვებში.
  • 2. ყველაზე ხშირად ინგლისური სიტყვები იწყებიან ასო "s" ით.
  • 3. "I am." - არის ყველაზე მოკლე ინგლისური წინადადება
  • 4. ყველაზე გრძელი ინგლისური სიტყვა გამოიყურება ასე - pneumonoultramicroscopicsilicovolcanoconiosis - გამოგონილი სიტყვა რომელიც აღწერს ფილტვების დაავადების ერთ ერთ ფორმას.
  • 5. შემდეგი წინადადება შეიცავს ბგერა "ee" - ს წარმოთქმის შვიდ განსხვავებულ ვარიანს - "He believed Caesar could see people seizing the seas".
  • 6. მათთვის ვინც შეხვედრია ან გაგონილი აქვს შემდეგი წინადადება და არ იცის რა არის მასში განსაკუთრებული - "The quick brown fox jumps over the lazy dog". ამ სახის წინადადებებს ეწოდებათ "pangram" და ის იყენებს ინგლისურ ენაში არსებულ ყველა ასოს.
  • 7. ინგლისურ ენაში არ არის სიტყვა რომელიც ირითმება სიტყვებთან - month, orange, silver და purple.
  • 8. Queueing - ამ სიტყვაში ერთმანეთის მიყოლებით ყველაზე მეტი ხმოვანია.
  • 9. ინგლისურ ლიქსიკონში 1932 წლიდან 1940 წლამდე ბეჭდვითი შეცდომის გამო იყო სიტყვა - "Dord" რომელსაც არ გააჩნდა მნიშვნელობა. დღეს დღეისობის ის არის ცნობილი როგორც "სიტყვა მოჩვენება".
  • 10. "Pronunciation" არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წარმოთქვავენ არასწორად.
  • 11. ინგლისური არის ცის ოფიციალური სიტყვა. არ აქვს მნიშვნელობა რა ქვეყანას ეკუთვნის პილოტი, ცაში სასაუბროდ მან უნდა გამოიყენოს ინგლისური ენა.
  • 12. ინგლისური ენის ყველაზე რთული ენის გასატეხი: "sixth sick sheik’s sixth sheep’s sick".
  • 13. ყოველ წლიურად ინგლისური ენის ოფიციალურ ლექსიკონს 4000 სიტყვა ემატება.

Title