ბრიტანული და ამერიკული ინგლისური

ბრიტანელებმა წარუდგინეს საკუთარი ენა ამერიკელებს როდესაც ეს უკანასკნელნი ჩამოვიდნენ ამერიკის მიწაზე, რაც მოხდა XVI – XVII საუკუნეებში. იმ პერიოდისთვის მეტყველება, სასაუბრო ენა არ იყო საბალოოდ ჩამოყალიბებული. ენის მწყობრში მოყვანას დასჭირდა საკმაოდ დიდი მუშაობა და არაერთი ლექსიკონის დაწერა. ბრიტანეთში ლექსიკონი დაიწერა იმ პერიოდის ბრიტანეთის სწავლულების მიერ. ამასობაში ამერიკაში ლექსიკოგრაფის სახით გვევლინებოდა პიროვნება სახელად ნოა ვებსტერი (Noah Webster). თქმულების თანახმად მან შეცვალა ამერიკული სიტყვების დამწერლობა ამერიკულსა და ბრიტანულ იგლისურს შორის განსხვავების გასაკეთებლად და კულტურული დამოუკიდებლობის დასანახად.

რაც შეეხება სასაუბრო ინგლისურს - მის ჟღერადობას, ის თავიდანვე არ ყოფილა განსხვავებული ბრიტანული ინგლისურისგან. სინამდვილეში მოხდა შემდეგი - ბრიტანული მაღალი ფენის საზოგადოებას გაუჩნდა სურვილი ყოფილიყო განსხვავება მათ (მაღალი ფენის) და ჩამოსულების მეტყველებას შორის. თუმცა დროსთან ერთად - როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, დაბალმა ფენამ ნელ ნელა დაიწყო მაღალი ფენის მიბაძვა და საბოლოოდ ყველა ისევ იდენტურად წარმოთქვავდა სიტყვებს.

ქვემოთ მოყვანილია მცირე მაგალითები დამწერლობასთან და წარმოთქმასთან მიმართებაში.

 

ინგლისური და ბრიტანული დამწერლობითი განსხვავებები

British English American English  
anaemia, diarrhoea, encyclopaedia anemia, diarrhea, encyclopedia ანემია, დიარეა, ენციკლოპედია
burnt, dreamt, leapt burned, dreamed, leaped დაწვა, ოცნებობდა, ნახტომი
defence, offence, licence defense, offense, license დაცვა, წყენა, ლიცენზია
cancelled, jeweller, marvellous canceled, jeweler, marvelous გაუქმებული, საიუველირო, საოცარი
appetiser, familiarise, organise appetizer, familiarize, organize მადის აღმძვრელი, გააცნო, ორგანიზება
enrol, fulfil, skilful enroll, fulfill, skillfull ჩაწერა, შესრულება, მოხერხებული
analogue, monologue, catalogue analog, monolog, catalog ანალოგი, მონოლოგი, კატალოგი
colour, behaviour, mould color, behavior, mold ფერი, ქცევა, ობი
metre, fibre, centre meter, fiber, center მეტრი, ბოჭკო, ცენტრი
tyre tire საბურავი

 

იდენტური მნიშვნელობის სიტყვები

trousers pants შარვალი
flat apartment ბინა
bonnet (the front of the car) trunk სკივრი
lorry truck სატვირთო მანქანა
university college კოლეჯი
holiday vacation შვებულება
jumper sweater ჯემპრი
crisps chips ჩიპსი
chips French fries კარტოფილი ფრი
trainers sneakers სპორტული ფეხსაცმელი
fizzy drink soda გაზიანი სასმელი
postbox mailbox საფოსტო ყუთი
biscuit cookie ნამცხვარი
chemist drugstore აფთიაქი
shop store მაღაზია
football soccer ფეხბურთი

Title