ინგლისური ანბანი

ანბანი არის ასოთა და სიმბოლოთა კრებული რომლებიც გამოიყენებიან წერაში და აღნიშნავენ ერთ ან რამდენიმე ფონემს.

სიტყვას alphabet – ს ბერძნული ფესვები აქვს "alphabetos". ხოლო თავად ბერძნული სიტყვა "alphabetos" თავისივე ანბანის პირველი ორი ასოსგან შედგება - alpha და beta.

ამ სტატიაში ჩვენ ჩავეძიებით თავად ასოების ისტორიასა და წარმომავლობას. ამისთვის კი უნდა დავბრუნდეთ შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ იმ დროში როცა ჰომოსაპიენსი ადამიანად ყალიბდებოდა. იმ დროისთვის გამოიყენებოდა გამოქვაბულების მოხატვა და ამ ნახატებს კედლის მორთულობის გარდა ინფორმაციული დანიშნულებაც ჰქონდა. ამ ფორმით გადაიცემოდა ის რაც მნიშვნელოვანი იყო მათთვის და მათი მომდევნო თაობებისთვის. ინგლისურ ენასა და გამოქვაბულის კედლებზე ხატვას შორის დიდი დიაპაზონია. 

თავად ინგლისური ენა შორეულ წარსულში, დაახლოებით 2000 წლის წინათ გაჩნდა. ასოების გამოყენების გარეშე ჩვენი სამყაროს შორეული წინაპრები ქვების, ნახშირის და სხვა საშუალებების გამოყენებით ნიშნებსა და იეროგლიფებს ტოვებდნენ. ყველაზე ცნობილი ძველებური წერილობითი ფორმები გახლავთ ძველი ეგვიფტური, შუმერული, კრიტული, ჩინური და ა.შ. დროთა განმავლობაში სიმბოლოების რაოდენობამ იკლო და გაჩნდა ფინური დამწერლობა რომელმაც თავის მხრივ საფუძველი ბერძნულ ანბანს ჩაუყარა. შემდეგ გამოჩნდა ლათინურიც და უკვე მოგვიანებით სამყაროს ინგლისურიც მოევლინა. პირველი დამწერლობა ინგლისურ ენაზე ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნით არის დათარიღებული და მისთვის რუნული დამწერლობა იყო გამოყენებული. ქრისტიანი მისიონერების წყალობით VII საუკუნეში რუნული დამწერლობა ლათინური ასოებით შეიცვალა.

 

runepic2 799x752

 

ძველი დამწერლობის სისტემები ძალიან რთული იყო. უფრო იოლი – ანბანზე დაფუძნებული სისტემები გახლდათ სადაც თითო სიმბოლო თითო ბგერას წარმოადგენდა. ანბანური წერის მშობლად ფინიკიური დამწერლობა გვევლინება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბდა. ეს ანბანი იტალიამ და საბერძნეთმა აითვისა, ხოლო შემდგომში მთელ დასავლეთს მოედო. ლათინური ანბანის დასახელება გამომდინარეობს ლათინების ტემებიდან. დღეს დღეისობით ლათინური დამწერლობა გამოიყენება ძირითადად დასავეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთში და ა.შ. ლათინური ასოებისა და წარმოთქმის შეუწყობლობიდან გამომდინარე გაჩნდა რთული სიტყვათა კომბინაციები. მაგალითისთვის ინგლისურ ენაში ისეთი სიტყვები რომლებიც გამოხატავენ სახელებს, გვარებს, გეოგრაფიულ დასახელებებს, ხშირ შემთხვევაში შეიცავენ ასოთა ისეთ წყობებს რომლებიც არ ექვემდებარებიან არც ერთ პრინციპს, აქედან გამომდინარე ინგლისელები მსგავს დასახელებებს ასო ასო წარმოთქვავენ.

საინტერესო ფაქტები.

1. წინადადება - The quick brown fox jumps over the lazy dog – არის გამორჩეული იმით რომ მასში შევხვდებით ანბანის ყველა ასოს.
2. Almost ყველაზე გრძელი ინგლისური სიტყვა რომელშიც ასოებს ანბანური თანმიმდევრობით შევხვდებით.
3. I am და I do არიან ყველაზე მოკლე ინგლისური წინადადებები.
4. i – წერტილს ამ ასოს თავზე ეწოდება TITTLE
5. Four – ერთადერთი რიცხვია ინგლისურ ენაში რომლის ასოთა რაოდენობაც ემთხვევა მისსავე მნიშვნელობას (4).
6. set – ამ სიტყვას გააჩნია ინგლისური ენაში მყოფ ყველა სიტყვის მნიშვნელობაზე მეტი მნიშვნელობა.
7. j – არის ერთადერთი ასო რომელსაც არ შევხვდებით მენდელეევის ცხრილში.
8. ინგლისურ ენაში მხოლოდ ორი სიტყვა მთავრდება – gry დაბოლოებით. Angry და hungry
9. ადრე ინგლისურ ანბანში 27 ასო იყო. შემდგომ ანბანიდან ამოიღეს & სიმბოლო და დაარქვეს Ampersand – ი.

Title