ინგლისური ენის დღე

ინგლისური ენის დღე არაბული, ჩინური, ფრანგული, რუსული და ესპანური ენის დღეებთან ერთად პირველად აღინიშნა 2010 წელს. ეს არის ექვსი ოფიციალური გაერთიანებული სახელმწიფოს ენა და თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ენის დღე, რაც მიზნად ისახავს ენების ისტორიის, კულტურის და მიღწევების შესახებ ცნობების ამაღლებას.

რატომ ზეიმობენ ინგლისური ენის დღეს 23 აპრილს

ეს დღე იქნა არჩეული შექსპირის დაბადების დღის საპატივცემულოდ. შექსპირი არა მარტო ინგლისური ენის ყველაზე ცნობილი დრამატურგი გახლდათ, მან ასევე უზარმაზარი გავლენა მოახდინა თანამედროვე ინგლისურზეც. მისი მოღვაწეობის პერიოდში, 16 და 17 საუკუნეებში ინგლისური ენა განიცდიდა დიდ ცვლილებებს, შექსპირმა თავის მხრივ ასობით ახალი სიტყვა შემატა ინგლისურ ენას – სიტყვები, რომლებიც დღემდე გამოიყენება თანამედროვე ინგლისურ ენაში. სიტყვები, როგორებიც არიან 'gossip', 'fashionable' და 'lonely' პირველად იქნა გამოყენებული შექსპირის მიერ. მან აგრეთვე გამოიგონა ფრაზები - 'break the ice', 'all our yesterdays', 'faint-hearted' და 'love is blind'.

ინგლისური ენის გავრცელება

სამყაროში ინგლისური ენის გავრცელებას საშინელი წარსული, თუმცა ნათელი აწმყო გააჩნია. ევროპული კოლონიალური პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის ინგლისი, ერთმანეთთან მეტოქეობდა საკუთარი იმპერიების გაფართოებისთვის. მათ მოიპარეს შრომა, მიწები და რესურსები აფრიკის, აზიის, ამერიკის და ოკეანეთის ხალხებისგან. ამ დროისთვის მეოცე საუკუნის შუისკენ ბრუტანულმა კოლონიებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის მოპოვება, ინგლისური დამკვიდრდა მათ ინსტიტუტებში. ბევრმა გამოჩენილმა მწერალმა აფრიკიდან, აზიიდან და კარიბიდან დაიწყო წერა ინგლისურ ენაზე, სადაც ყვებოდნენ თავისი შევიწროვების შესახებ. ხალხებმა გლობალური მასშტაბით ინგლისურ ენაზე დაიწყეს წერა სამართალზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე. ინგლისურის სხვადასხვა ვარიაციები ამ კოლონიზაციისა და მიგრაციის პერიოდში ჩამოყალიბდა.

ინტერნაციონალური ინგლისური

1.75 მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად. მთელი სამყაროს მასშტაბით ეს წარმოადგენს 4 დან ერთ ადამიანს. ინგლისური უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება როგორც პირველი ენა ორ სხვადასხვა ენის მქონე ადამიანს შორის კომუნიკაციის დასამყარებლად. ადამიანთა უმრავლესობისთვის პრიორიტეტს საუბრის სწორად ჩამოყალიბებული დიალექტის ნაცვლად კომუნიკაცია წარმოადგენს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ენამ დაიწყო ცვლილება. მაგალითისთვის უამრავი ადამიანი აღარ იყენებს a და the არტიკლებს არსებითი სახელების წინ ან შეიძლება შექმნან უთვალავი არსებითი სახელი, მაგალითად - 'informations', 'furnitures' or 'co-operations'.

Title