ხშირად გამოყენებადი ინგლისური სლენგი

სლენგი წარმოადგენს ენის ( სიტყვების, ფრაზების და მათი გამოყენების ) არაფორმალურ (არასტანდარტულ) მეთოდს რომელსაც შესაძლებელია გადავაწყდეთ ნებისმიერ სოციალურ ფენაში.

ქვემოთ მოყვანილია ინგლისურ ენაში ხშირად გამოყენებადი სლენგი, რომელსაც თან აქვს დართული წინადადებები.

Chuffed

როდესაც ვინმე რამით კმაყოფილი ან გახარებულია.

“I’m absolutely chuffed with my birthday present. Thanks!”

Knackered

გამოხატავს ძლიერ დაღლილობას, მოქანცულობას.

“I’ve been up half of the night with the baby. I’m totally knackered.”

Bants

გართობა, მეგობრებთან ერთად დროის ტარება.

“I’m going to Nando’s for some bants with the lads.”

Cheeky

როდესაც ვინმე საკუთარი უტაქტო რეპლიკით ან ქმედებით ქმნის უხერხულ სიტუაციას

“That is a cheeky smile…are you up to something?”

Cuppa

ეს სიტყვა გამომდინარეობს ფრაზიდან "cup of...". გამოიყენება დასალევის შეთავაზებისთვის.

“Would you like a cuppa?”

Mate

მიუხედავად იმისა რომ სტანდარტულ ინგლისურში ეს სიტყვა ცხოვრების მეგზურს ნიშნავს (ბრიტანულად - მეგობარს ნიშნავს) ეს სიტყვა აგრეთვე გამოიყენება უცხო პიროვნების მიმართ არაფორმალური მიმართვისთვის, არაფორმალურ სიტუაციაში, მაგალითად ბარში.

“What are you doing this weekend?”
“Hanging out with some of my mates.”

Pal

იგივეა რაც mate. გამოიყენება არაფორმალურ სიტუაციებში მეგობრული მიმართვისთვის.

“Hey pal, could I get a whisky and a beer please?”

Fancy

გრძნობდე სურვილსა თუ სიმპათიას ვინმეს ან რამის მიმართ

“Do you fancy a few sherbets after work tonight?”

Peckish

მსუბუქად მშიერი. როცა არ გშია მაგრამ არც საჭმელზე იტყოდი უარს

"I'm always a little peckish when I get to the top of a mountain"

Title