ინგლისურად მოსაუბრე ქვეყნები

ინგლისურად მოსაუბრე ქვეყნები

დედამიწაზე დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინგლისური ენის მატარებელი. რაოდენობრივად ის ჩამოუვარდება მხოლოდ ესპანურსა და ჩინური ენის მატარებლებს. ამავდროულად ის წარმოადგენს მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარულ ენას. რეზულტატში, ინგლისური ენის მატარებლებისა და მასზე მოლაპარაკეების გათვალისწინებით ის წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ საერთაშორისო ენას.

ინგლისური ენა წარმოადგენს ოფიციალურ ენას 67 ქვეყნისთვის და 27 არასუვერენულ ობიექტისთვის. გარდა ამისა ის გახლავთ ერთ ერთი ძირითადი ენა საქმიანი ურთიერთობებისთვის და ასევე ოფიციალური ენა მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის გაეროთვის, ნატოთვის და ევროპული კავშირისთვის.

ძირითადი ინგლისურენოვანი ქვეყნები

ინგლისური ენა ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად ასოცირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან. ითვლება რომ აშშ – ში ცხოვრობს 230 მილიონამდე ინგლისური ენის მატარებელი მოსახლე რაც აშშ – ს აქცევს ყველაზე დიდ ინგლისურად მოსაუბრე ქვეყნად. ხოლო დიდ ბრიტანეთში ენის მატარებელი მოსახლეობა შეადგენს მიახლოებით 60 მილიონს.

მიუხედავად ორი განსხვავებული ენისა კანადა წარმოადგენს სიდიდით რიგით მესამე ინგლისურად მოსაუბრე ქვეყანას. მასში 20 მილიონამდე ინგლისურად მოსაუბრე ცხოვრობს. 

მეოთხე ადგილს იკავებს ავსტრალია სადა 17 მილიონამდე მოსახლე საუბრობს ინგლისურ ენაზე.

სიდიდის მიხედვით შემდეგ ადგილემს ინაწილებენ ირლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია

ქვემოთ მოყვანილია ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ქვეყნების ცხრილი სადაც ინგლისური ენა წარმოადგენს ოფიციალურ სასაუბრო ენას იურიდიული ან ფაქტობრივი თვალსაზრისით. 

ცხრილში წარმოდგენილი ქვეყნები დახარისხებულია გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.

აღსანიშნავია რომ ჩამოთვლილი ქვეყანათაგან ზოგიერთს ერთზე მეტი ოფიციალური ენა გააჩნია.

ჩრდილოეთ ამერიკა:

  • აშშ

  • კანადა

ევროპა:

  • დიდი ბრიტანეთი

  • ირლანდია

  • მალტა

კარიბის რეგიონი:

  • იამაიკა

  • ბარბადოსი

  • ტრინიდადი და ტობაგო

  • ბაჰამის კუნძულები

  • გაიანა

ოკეანეთი:

  • ავსტრალიაში

  • ახალი ზელანდია

  • პაპუა-ახალი გვინეა

  • ფიჯი

  • სამოა

  • ტონგა

  • სოლომონის კუნძულები

  • მიკრონეზია

  • ვანუატუ

  • კირიბატი

აზია:

  • ინდოეთი

  • პაკისტანი

  • სინგაპური

  • ფილიპინები

  • შრი-ლანკა

  • მალაიზია

აფრიკა:

  • სამხრეთ აფრიკა

  • ნიგერია

  • კამერუნი

  • კენია

  • ზიმბაბვე

  • განას

  • რუანდა

  • სუდანი

  • ბოტსვანა

  • ეთიოპია

Title