ინგლისური სიტყვები, რომლებიც მსგავსად ჟღერს

მათ, ვინც ახლა დაიწყო ინგლისურის სწავლა, მოუწევთ გადააწყდნენ უამრავ სიტყვას, რომელიც მიუხედავად იდენტური ჟღერადობისა, იმდენად განსხვავებული მნიშვნელობები გააჩნიათ, რომ შესაძლებელია დამაბნეველი იყოს მათთვისაც კი ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიურია.

სიტყვები, რომლები იდენტურად ჟღერენ

იდენტურად მჟღერ სიტყვებს ჰომონიმები (homonyms) ეწოდებათ. ჰომონიმების სიტყვების კატეგორიაში არის ორი ძირითადი დამაბნეველი კონცეფცია: ჰომოგრაფები (homographs) და ჰომოფონები (homophones).

ჰომოგრაფები - სიტყვები, რომლებიც იწერებიან იდენტურად, მაგრამ აქვთ განსხვავებული მნიშვნელობა და წარმოითქმებიან განსხვავებულად. მაგალითად does - არის მდედრი ირემი და ასევე does არის do - ს ზმნა. ორივე იწერება იდენტურად, თუმცა მნიშვნელობები განსხვავებულია.

ჰომოფონები - სიტყვები, რომლებიც მსგავსად გამოითქმიან, თუმცა განსხვავებულად იწერებიან და მნიშვნელობებიც განსხვავებული აქვთ. მაგალითები - "to," "too," და "two," ისევე როგორც "hear" და "here."

მაშინ, როდესაც ჰომოგრაფებმა შეიძლება დააბნიონ დამწყებები, ჰომოფონები ქმნიან მეტ გამოწვევას.

სამაგალითოდ, გადავხედოთ რამდენიმე ძირითად სიტყვას.

Effect and Affect

პირველი სიტყვა წარმოადგენს ეფექტს ხოლო მეორე - რაიმეზე ზემოქმედებას, გავლენის მოხდენას.

Effect და affect სავარაუდოდ არიან ყველაზე გავრცელებული დამაბნეველი ჟღერადობის სიტყვები.

Their, There, and They're

შემდეგი სიტყვები, რომლებიც შეიძლება დამწყებებისთვის დამაბნეველი იყოს არიან: "their," "there," და "they're."

პიველი (Their) ნიშნავს - მათ - ს. მეორე (There) გამოიყენება მიმართულებისთვის მაგალითად - There is the spot.

მესამე (They're) წარმოადგენს "they" და "are" ან "were" სიტყვის შემოკლებას.

Here and Hear

კიდევ ერთი ხშირად გამოყენებადი სიტყვების წყვილი. Here როგორც there წარმოადგენს მიმართულებას. მაგალითად - "Your parents are coming over here." მეორე მხრივ hear ნიშნავს სმენას.

Two, to, and too

სიტყვები "two," "to," და "too" აგრეთვე ხშირად გამოყენებადია იგლისურში და ასევე საკმაოდ ხშირად აბნევენ არა მარტო დამწყებებს. Two არის რიცხვი (2). To - არის წინსართი. Too - ძალიან.

Accept or Except

სიტყვები "accept" და "except" აგრეთვე არიან ჰომოფონები. Accept არის ზმნა, რომელიც რამეზე დათანხმებას ნიშნავს. Except - ნიშნავს "რამის გარდა" - ს.

Title