30 პოპულარული ინგლისური ანდაზა

ყველა კულტურას გააჩნია საკუთარი ბრძნული გამონათქვამების კრებული - ანდაზები რომლებიც ნათლად აჩვენებენ არა მარტო წინაპართა სიბრძნესა და გამოცდილებას, ასევე ხაზს უსვავენ აზროვნებას სამყოს ხედვასთან, მსოფლმხედველობასთან მიმართებაში. 

როგორ შეგვიძლია ანდაზების გამოყენება ინგლისური ენის სასწავლად.

ანდაზები ძალიან ხშირად გვხვდება სასაუბრო ინგლისურში დაწყებული ანდაზის ნაწილით, დამთავრებული წინადადებაში სრული ანდაზის გამოყენებით. ასე მაგალითად: 

You know what they say: when the going gets tough...

ინგლისური ანდაზების სწავლა აგრეთვე დაგეხმარება იმის გაგებაში თუ როგორ აღიქვავს იგლისურად მოლაპარაკე ხალხი სამყაროს. ისინი მოგცემენ კარგ წინადადებათა წყობებს საუბარში გამოსაყენებლად. ზოგიერთი ამ ანდაზათაგანი საკმაოდ ძველია და მათმა მნიშვნელობებმა დროსთან ერთად იცვალა სახე შესაბამისად აქ ჩამოთვლილ ანდაზათა შორის შესაძლოა ზოგიერთის მნიშვნელობა უწინ განსხვავებული ყოფილიყო.

 


"Two wrongs don't make a right."

"ორ ბოროტებას კარგი შედეგი არ მოაქვს"

როცა ვინმემ გაგიკეთა ცუდი, ცუდითვე სამაგიეროს გადახდა კარგ შედეგს არ მოიტანს


"The pen is mightier than the sword."

"კალამი მახვილზე ძლევამოსილია"


"When in Rome, do as the Romans."

"როცა რომში ხარ რომაელივით მოიქეცი"

ამ ანდაზის ქართული ვერსია ჟღერს როგორც - "სადაც ხარ იქაური ქუდი დაუხურეო"


"The squeaky wheel gets the grease"

"ჭრიალა ბორბალი იზეთება"

შესაძლებელია უკეთესი პირობების მიღება ჩივილის შემთხვევაში.


"When the going gets tough, the tough get going."

"როდესაც მოძრაობა რთულდება, თავად მოძრაობა ხდება რთული"

მძიმე დროს მოქმედებაც მძიმეა


"No man is an island."

"არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული"

ადამიანი ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი, ყველას დრო და დრო სჭირდება დახმარება


"Fortune favors the bold."

"იღბალი გაბედულთა მიმართ არის კეთილგანწყობილი"

იღვალი უფრო იმათ უღიმის ვინ უშიშრად მიიწევს წინ ვიდრე იმათ მიმართ ვინც ეგუაბა ბედს.


"People who live in glass houses should not throw stones."

"ისინი ვინც შუშის სახლებში ცხოვრობენ არ უნდა ისროდნენ ქვებს"

ნუ იქნები კრიტიკული ხალხის მიმართ მაში როდესაც თავად არ ხარ სრულყოფილი


"Hope for the best, but prepare for the worst."

"გქონდეს უკეთესის იმედი მაგრამ მზად იყავი უარესისთვის"


"Better late than never."

"უკეთესია გვიან ვიდრე არასდროს"


"Birds of a feather flock together."

"ერთი და იმავე სახეობის ფრინველები ერთად ჯგუფდებიან"

ხალხს უყვარს თავის მსგავსებთან ერთად დროის ტარება


"Keep your friends close and your enemies closer."

"გყავდეს მეგობრები ახლოს, ხოლო მტრები უფრო ახლოს"

თუ გყავს მტერი, მასზე ღიად თავდასხმის ნაცვლად მოაჩვენე თავი მეგობრად.


"A picture is worth a thousand words."

"სურათი ათას სიტყვაზე უკეთესია"

მსგავსად ქართული ანდაზისა - "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიალ"


"There's no such thing as a free lunch."

"არ არსებობს ისეთი გაგება როგორიც უფასო სადილია"

უსასყიდლოდ შემოთავაზებულს დამალული ფასი აქვს.


"There's no place like home."

"არაფერია სახლზე უკეთესი"


"Discretion is the greater part of valor."

"კეთილგონიერება ღირსების საუკეთესო ნაწილია"


"The early bird catches the worm."

"ადრინდელი ფრინველი იჭერს სითბოს"

ბეჯითი ადამიანი მეტს წარმატებას ნახულობს


"Never look a gift horse in the mouth."

"არასდროს ჩახედო ნაჩუქარ ცხენს პირში"

იგივეა რაც ქართული ანდაზა - "ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება"


"You can't make an omelet without breaking a few eggs."

"შეუძლებელია ომლეტის გაკეთება რამდენიმე კვერცხის გატეხვის გარეშე"

დიდი საქმის გაკეთება შეუძლებელია რამდენიმე ადამიანის გაღიზიანების ან გაბრაზების გარეშე


"God helps those who help themselves."

"ღმერთი ეხმარება მათ ვინც საკუთარ თავს ეხმარება"


"You can't always get what you want."

"ყოველთვის ვერ მიიღებ იმას რაც გსურს"


"Cleanliness is next to godliness."

"სისუფთავე შემდეგი ღვთისმოსაობაა"

უნდა იყო სუფთა 😀


"A watched pot never boils."

"ნანახი ქოთანი არასდროს დუღს"

თუ რაღაცის დასრულებას სჭირდება ყურადღება, არ უყურო მას ძალიან დიდი ყურადღებით იმიტომ რომ შეიძლება პროცესი უსასრულოდ მოგეჩვენოს.


"Beggars can't be choosers."

"ღარიბები ვერ იქნებიან ამომრჩევლები"

თუ ითხოვ მოწყალებას, უნდა მიიღო ის რასაც გაწვდიან


"Actions speak louder than words"

"მოქმედება სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს"


"If it ain't broke, don't fix it."

"თუ ის არ გაფუჭებულა მაშინ ნუ შეაკეთებ"

არ სცადო იმის შეკეთება რაც არ გაფუჭებულა რადგან შეიძლება "აუტკივარი თავი აიტკიო" 😉


"Practice makes perfect."

"პრაქტიკა ქმნის იდეალურობას"


"Too many cooks spoil the broth."

"ზედმეტი მზადება აფუჭებს სუპს"

გადამეტება აფუჭებს საქმეს


"Easy come, easy go."

"მარტივად მოსული მარტივად წავა"


"Don't bite the hand that feeds you."

"არ უკბინო ხელს რომელიც გაჭმევს"

Title