ქართულ-ინგლისურლი
ლექსიკონი
მოძებნე და შეინახე სიტყვები
ქართულ ენაში დაშვებული ყველაზე ხშირი გრამატიკული შეცდომები

ქართულ ენაში დაშვებული ყველაზე ხშირი გრამატიკული შეცდომები

ამ სტატიაში არის ჩამოწერილი პატარა სია იმ ყველაზე გავრცელებული შეცდომებისა რომელსაც ქართულად საუბრის დროს ვუშვებთ.

ხშირ შემთხვევაში მათ, ვინც არასწორად იძახის ქვემოთ ჩამოწერილ სიტყვებს, რატომღაც უყვართ მათი (შეცდომით ნათქვამი სიტყვების) ხშირად გამეორება, რაც ნამდვილად ჭრის ყურს. შთაბეჭდილება რჩება თითქოს მთხრობელი კმაყოფილია შეცდომით გამოყენებული სიტყვით.

მიუხედავად იმისა, რომ საიტი ინგლისურ - ქართულ ლექსიკონს წარმოადგენს და მასში მოყვანილი სტატიები ძირითადად ინგლისურ ენასა და კულტურას, ისტორიულ განვითარებას და ა.შ. ეხება, თავს უფლებას მივცემ ცოტა რამ ვთქვა ქართულ ენაზეც, რადგანაც შეცდომები რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი იმდენად გავრცელებულია რომ მათ უყვედურად ვხვდები სტატიებში, ლექციებზე, თარგმანებში (განსაკუთრებით ფილმების გახმოვანებისას), ქართულ ისტერიულ ჟურნალისტურ რეპორტაჟებსა და ა.შ. ერთი სიტყვით (წინადადებით) - ვიცოდეთ რა შეცდომებს ვუშვებთ.

სია შედგენილია შეცდომების სიხშირის მიხედვით და მაგალითის სახით მოყვანილია წინადადებებში.

 

  • რამოდენიმე
    რამდენიმე

    რამოდენიმე ნაწილი მაქვს წაკითხული
    რამდენიმე ნაწილი მაქვს წაკითხული
  • ოდესღაც
    ოდესმე

    ოდესღაც გავხდები მხატვარი ( ეს პარადოქსია :D )
    ოდესმე გავხდები მხატვარი
  • საქმის ყურში
    საქმის კურსში

    საქმის ყურში მამყოფე
    საქმის კურსში მამყოფე
  • გაეხარდა
    გაუხარდა
  • თ / დ

    წვრილათ
    წვრილად

    უცბათ
    უცბად

    უქმათ
    უქმად

    უსმენოთ
    უსმენოდ

    გამარჯობათ
    გამარჯობა

    ბოდიშით
    ბოდიში

    ცუდათ
    ცუდად

    კარგათ
    კარგად

    ალბად
    ალბათ

    შიგნიდ
    შიგნით
  • რამოდენიმეჯერ
    რამდენიმეჯერ
    რამდენჯერმე

    ეს თამაში რამდენიმეჯერ ვითამაში
    ეს თამაში რამდენჯერმე ვითამაშე
  • ამპულა
    ამპლუა

    საკუთარი თავი ამ ამპულაში წარმომიდგენია
    საკუთარი თავი ამ აპლუაში წარმომიდგენია
  • მიდიოდნენ
    მიდიოდა

    ორი ადამიანი მოდიოდნენ
    ორი ადამიანი მიდიოდა

    მხოლობითის და მრავლობითის არევა ერთ ერთი ყველაზე ხშირია. მაგალითად ორი ადამიანი იდგნენ / იდგა

  • იდგნენ
    იდგა

    ორივე ფეხზე იდგნენ
    ორივე ფეხზე იდგა
  • გამოვაცხე
    გამოვაცხვე
  • დაჯდნენ
    დასხდნენ
  • სვავს
    სვამს
  • ვიღაცეები
    ვიღაცები
  • გაუბია
    გაუბამს
  • აქით
    აქეთ
  • შეურაწყოფა
    შეურაცხყოფა
  • ჩვენს
    ჩვენ

    ჩვენს შესახებ
    ჩვენ შესახებ
  • კვეთავს
    კვეთს
  • რეკომენდირებული
    რეკომენდებული
  • მინახიხარ
    მინახავხარ
  • მინახია
    მინახავს
  • საავანტყოფო
    საავადმყოფო
  • ავანტყოფი
    ავადმყოფი
  • მცნება
    ცნება

    ამ შემთხვევაში ორივე სიტყვა სწორია, ხშირ შემთხვევაში შეცდომას ვუშვებთ კონტექსტში. მაგალითად:


    ჩვენ გვაქვს რამდენიმე მცნება
    ეს ცნება არაფრის გამომხატველია

გამოიწერე სიახლები

მიიღე საიტის სიახლეები ელ. ფოსტაზე.

Title