თავისუფლების ქანდაკება

თავისუფლების ქანდაკება - ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების სიმბოლო. შესრულებულია ნეოკლასიციზმის სტილში. შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში

კოლოსალური ქანდაკება დგას კვარცხლბეკზე. მარჯვენა ხელში მას ჩირაღდანი უჭირავს, მარცხენაში – ფიქალი (ქვის დაფა) რომელზეც ამოტვიფრულია დამოუკიდებლობის დეკლარაციის თარიღი.

image 5d40b85966aa9

ქანდაკების გვირგვინამდე ასასვლელად საჭიროა მასში გაკეთებული 356 კიბის ავლა. ამ მსვლელობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მის კვარცხლბეკამდე ასვლით. ამისთვის საჭირო იქნება მხოლოდ 192 საფეხურის გავლა. თუმცა შესაძლებელია ლიფტით სარგებლობაც.


image 5d40b92d2ac9d

ქანდაკების თავს გვირგვინი ამშვენებს. გვირგვინს 25 ფანჯარა აქვს, რომლებიც ძვირფას ქვებს და სამყაროს მანათობელ სხივებს გამოხატავენ. კონკრეტულად რომლებს - არ არის ცნობილი. რაც შეეხება გვირგვინის სხივებს – სულ შვიდი სხივია და ისინი თავის მხრივ შვიდ კონტინენტსა და ზღვას ანსახიერებენ. აღსანიშნავია, რომ დასავლური სამყარო ითვლის 7 კონტინენტს.

image 5d40b9d2ec4ec

ქანდაკების სრული სიმაღლე 93 მეტრია. კვარცხლბეკის გარეშე ქანდაკება – 46 მეტრია. მისი შექმნის პროცესში გამოყენებულია 31 ტონა სპილენძი, 125 ტონა ლითონი 27 000 ტონა ბეტონი. ქანდაკების თხელი სპილენძის ფენები მხოლოდ 2.7 მილიმეტრია. ისინი გამოიყენეს ქანდაკების ფორმისთვის. კარკასი გაკეთებულია ლითონისგან, რომელიც ქანდაკების ქვედა ნაწილს ბეტონში უერთდება.

თავისუფლების ქანდაკების ყველაზე მაღალი წერტილიდან იშლება ულამაზესი ხედი ნიუ-იორკის ნავსადგურზე. კვარცხლბეკში განთავსებულია ისტორიის მუზეუმი.

image 5d40ba4dac6af

მოკლე ისტორიული ექსკურსი

თავისუფლების ქანდაკება გახლავთ ამერიკისა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რომელიც ეძღვნება ამ ორი ქვეყნის მყარი მეგობრული კავშირის საპატიო ხსოვნას. ფრანგმა სკულფტორმა ფრედერიკ-ავგუსტ ბართოლდიმ ხელით გამოჭედა ქანდაკება სპილენძის ფურცლებისგან, მაშინ როდესაც ალექსანდრე-გუსტავა ეიფელმა შექმნა ქანდაკების ჩონჩხი. შემდგომ ქანდაკება გადაეცა ამერიკას და განთავსდა ნიუ-იორკის ახლოს მდებარე კუნძულზე, რომელიც ახლა ცნობილია თავისუფლების კუნძულის სახელით.

1867 წლის მაისში სახალხოდ აჩვენეს ქანდაკების კელაპტრიანი ხელი. ამ შესანიშნავი ნამუშევრის სანახავად დაწესებული იყო 50 ცენტი თითო მნახველისგან. უკან საფრანგეთში არ გადატანის მიზნით ხელი განათავსეს ნიუ-იორკის პარკში – მედისონ სკვერ გარდენსში.

image 5d40baa24e5f2

დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ქანდაკების დასასრულებლად არ არის საკმარისი სახსრები. გამომდინარე აქედან, კეთდებოდა უამრავი შესაწირი, ეწყობოდა ლატარეები, თეატრალური წარმოდგენები და ა.შ.

1877 წელს შეირჩა ქანდაკების დადგმის ადგილმდებარეობა – კუნძული ბედლოუ. ადგილი არ იყო შერჩეული ჩემთხვევით, ეს ის ადგილია საიდანაც მოემართებოდნენ გემები, სადაც პირველად გაივლიდნენ მომავალი ამერიკელები.

image 5d40bac4a7eeb

კვარცხლბეკის მშენებლობა 1885 წლის 5 აგვისტოს დაიწყო. ამ დღეს აქ დაიდო პირველი ქვა. 1886 წლის 22 აპრილს კი უკვე დასრულებული იყო.

თავად თავისუფლების ქანდაკება დაასრულეს 1884 წელს. ხოლო 1885 17 ივნისს ის გადაიტანეს ნიუ-იორკის პორტში. მის გადასატანად ის დაშალეს 350 ნაწილად და გადაანაწილეს 214 ყუთში.

ქანდაკების გახსნის ცერემონია შედგა 1886 წლის 28 ოქტომბერს. გახსნაში მონაწილეობა იმ დროის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმაც მიიღო, რომელმაც სწორედ აქ წარმოსთქვა ისტორიული ფრაზა -

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება რომ თავისუფლებამ აირჩია ეს ადგილი საკუთარ სახლად და სამსხვერპლოს მისას არასდროს დაფარავს დავიწყება.

 

Title