ქართულ-ინგლისურლი
ლექსიკონი
მოძებნე და შეინახე სიტყვები
ინგლისურ ენასთან დაკავშირებული უცნაური ფაქტები

ინგლისურ ენასთან დაკავშირებული უცნაური ფაქტები

ინგლისური ენა ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ენაა არსებულ ენათა შორის. მსოფლიოში განთქმული ფილმების უდიდესი ნაწილი ინგლისურ ენაზე არის გადაღებული. 20 საუკუნის როკ კულტურის ფუძემდებელი მუსიკოსების უდიდესი ნაწილი ინგლისურ ენაზე წერდა თავის შედევრებს, უამრავ სუბკულტურას ინგლისურ ენოვან ქვეყნებში დაედო საფუძველი და ა.შ.  

რა საკვირველია, მსგავსი პოპულარობით მოსარგებლე ენას ექნება რამდენიმე უცნაური ფაქტი რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ ამ მოკლე და ვიმედოვნებ - საინტერესო სტატიაში.

  1. იცოდით თუ არა რომ ჩინეთში უფრო მეტი იგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ცხოვრობს ვიდრე აშშ - ში (ამერიკის შეერთებულ შტატებში).
  2. ინგლისური ენის პოპულარობიდან, მისი ფართო მასების მიერ გამოყენებიდან და თანამედროვეობის ჩქარი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე, ინგლისურ ლექსიკონს საშუალოდ ყოველი ორი წუთის განმავლობაში ემატება ახალი სიტყვა. რაც წელიწადში საშუალოდ 4000 სიტყვას გულისხმობს.
  3. Supercalifragilisticexpialidocious - ეს სიტყვა ფანტასტიურს ნიშნავს და ის არ არის ყველაზე გრძელი სიტყვა ინგლისურ ენაში. 
    pneumonoultramicroscopicsilicovolcanoconiosis - აი ისიც, ინგლისური ენაის ყველაზე გრძელი სიტყვა.
  4. ინგლისური ჰაერის ენაა (Eglish is a language of the air) - რაც იმას გულისხმობს რომ ყველა პილოტი ვალდებულია საუბრობდეს ინგლისურ ენაზე.
  5. ყველა ინგლისური ენის საშუალოდ მცედნე ადამიანმა იცის მიახლოებით 20.000 დან 30.000 სიტყვამდე. თუმცა ისისი არ იყენებენ ყოველ მათგანს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველდღიურობაში გამოყენებადი სიტყვების საშუალო რაოდენობა შეადგენს 10.000
  6. ინგლისური ენის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა გახლავთ - "i" (მე)
  7. ყველა ციფრის სიტყვიერად დაწერის შემთხვევაში ( რათქმაუნდა ინგლისურ ენაზე ) არ შეგხვდებათ ასო 'b' იქამდე სანამ არ მიაღწევთ billion - ს.
  8. სიტყვას good გააჩნია დაახლოებით 380 სინონიმი. არ გამოიყენოთ ეს სიტყვა თუ არ გინდათ თქვენი ტექსტი მოსაწყენად ჟღერდეს დამსწრე საზოგადოებისთვის ?.
  9. სიტყვა queue (რიგი) იკითხება ისევე როგორც ამავე სიტყვის პირველი ასო.
  10. სიტყვა synonym (სინონიმი) არის ინგლისური ენის იმ იშვიათი სიტყვათაგანი რომელსაც არ გააჩნია სინონიმი.
  11. ინგლისურ ენაში დღეს რომელიც ხვალის შემდეგ დგება ეძახიან - day after tomorrow, თუმცა ამ წინადადების ნაცვლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ერთი სიტყვა - overmorrow
  12. შექსპირმა საკუთარი ნაწარმოებების დაწერისას ინგლისური ენა დაახლოებით 1000 სიტყვით გაამდიდრა. სიტყვებით რომელებიც დღემდე გამოყენებაშია.

წყარო - https://www.youtube.com/watch?v=SZIwIg933Zo

გამოიწერე სიახლები

მიიღე საიტის სიახლეები ელ. ფოსტაზე.

Title