ქართულ-ინგლისურლი
ლექსიკონი
მოძებნე და შეინახე სიტყვები
TO და FOR ინგლისურ ენაში

TO და FOR ინგლისურ ენაში

ამ სტატიაში გავარჩევთ 5 შემთხვევას როდესაც ინგლისურად საუბრისას ვიყენებთ to - ს და აგრეთვე 5 შემთხვევა როდესაც ვიყენებთ - for - ს.

TO

1. პირველ რიგში to ს ვიყენებთ როდესაც ვსაუბრობთ მიმართულებაზე (destination). I’m going to Germany at the end of april. ან We are going to a restaurant tonight.

2. საუბრისას დროზე. მაგალითისთვის - It’s a quarter to 2. ან მაგალითსითვის – The restaurant is open from Monday to Friday.

3. შედარების დროს. To – გამოიყენება მათ შორის მაშინაც როცა რამეს რამესთან ვადარებთ. მაგალითად: I prefer Monday to Friday. ან I prefare sleeping to working.

4. გამოიყენება როდესაც ვსაუბრობთ მიმღებზე. მაგალითად – I gave my book to my follower ან I sent a letter to my friend, Give it to me…

5. როცა ვიძლევით საკუთარი ქმედების განმარტებას. მაგალითად: I came here to see you ან I did it to make more money.

FOR

1. როდესაც მოქმედება ვინმეს ან რამის სარგებლისთვის ხდება. მაგალითად: I bought a book for my friend ან I stopped eating gluten for the benefit of my health.

2. For აგრეთვე გამოიყენება დროზე საუბრისას. მაგალითად: I have been living in US for 4 years ან I have been learinig English for several month now.

3. როდესაც ვსაუბროთ გრაფიკზე, ვიყენებთ – for – ს. მაგალითად: I made an appointment with my doctor for March 13 ან Your flight is scheduled for may 31.

4. აგრეთვე ვიყენებთ for რომ აღვწეროთ მიზეზი. მაგალითად: He was fired from job for being constantly late ან She’s been promoted for her good Eglish.

5. როდესაც ვსაუბრობთ მიზანზე. მაგალითად: She is creating videos for improving you English ან I am working out for purpose of health.

გამოიწერე სიახლები

მიიღე საიტის სიახლეები ელ. ფოსტაზე.

Title